წესები და პირობები

როგორ შევიძინო?

ინტერნეტ მაღაზია Mycolor.ge ემსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

თქვენთვის სასურველი პროდუქციის შესაძენად:

  1. ყურადღებით გაეცანით წესებსა და პირობებს.
  2. გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
  3. შერჩეული პროდუქტის საყიდლად, ჩაწერეთ ამ პროდუქტის სასურველი რაოდენობა და გადაიტანეთ კალათაში ღილაკზე „კალათაში დამატება” დაჭერის გზით.
  4. როცა პროდუქციის შერჩევას დაასრულებთ, გახსენით კალათა.
  5. შეამოწმეთ თქვენი შეკვეთა, შეგიძლიათ დაარედაქტიროთ, ცვლილებები აისახება ღილაკზე „სიის განახლება“ დაჭერის შემდეგ.
  6. თუ თქვენ ფლობთ ჩვენი მაღაზიის ვაუჩერს ჩაწერეთ ვაუჩერის კოდი და დააჭირეთ ღილაკს „დაადასტურეთ ვაუჩერი“. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთის გაფორმება“.
  7. თუ თქვენ არ ფლობთ ჩვენი მაღაზიის ვაუჩერს, პირდაპირ დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთის გაფორმება“.
  8. თქვენ გადახვალთ გვერდზე „გადახდის დეტალები“, სადაც მოთხოვნილი ინფორმაციის შევსების შემდეგ, დააჭერთ ღილაკს „გადახდა“.
  9. ანგარიშწორება ხდება ხელზე პროდუქციის მოტანისას ადგილზე.
  10. თქვენი შეკვეთის შესრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.
  11. თქვენი შეკვეთის მოწოდება განხორციელდება თქვენს მიერ შერჩეული მიწოდების მეთოდის შესაბამისად, რეგისტრაციის ფორმაში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. მიწოდება ხორციელდება სამუშაო დღეებში, 10 საათიდან 18 საათამდე.
  12. თუ გსურთ პროდუქტის ინვოისით ყიდვა, გთხოვთ, მოგვწეროთ info@mycolor.ge

მიწოდების პირობები

  1. შესავალი

კომპანია ეთანხმება მხარეებს შორის მოცემულ შეთანხმების (შეთანხმება) პირობებს, ყველაფერს, რაც შეეხება საქონელს, მომსახურებას, და ინფორმაციას გადმოცემულს საიტის მეშვეობით. ეს შეთანხმება წარმოადგენს  ხელშეკრულებას მაღაზიასა და კომპანიას შორის. ანაცვლებს ყველა წინა ან სხვა შეთანხმებას, რომელიც შეეხება საქონელს, მომსახურებას და ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია საიტის მეშვეობით. კომპანია თანხმდება გადახედოს და დაეთანხმოს ამ შეთანხმებას საიტიდან საქონლის ან მომსახურების შეძენამდე.

  1. ინფორმაცია გადახდაზე

კომპანიას ესმის და იძლევა გარანტიას, რომ მისგან მოწოდებული ინფორმაცია კომპანიის შესახებ არის ნამდვილი, სწორი და სრული. კომპანიის მიერ საქონლის და მომსახურების გადახდილი საფასურის მიღება მაღაზიის მხრიდან მოხდება მყიდველის საკრედიტო ბარათის, საბანკო გადარიცხვის (მაღაზიის მიერ მიწოდებული ინვოისის საფუძველზე) ან ნაღდი ანგარიშსწორების მეშვეობით. კომპანია ვალდებულია გადაიხადოს საქონლის, მომსახურების და ადგილზე მიტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით გადახდის მომენტში წარმოდგენილი საფასურის მიხედვით. კომპანია პასუხისმგებელია ყველა გადახდაზე, რომელიც წარმოებულია კომპანიის პაროლით. კომპანია თანხმდება, რომ დაიცავს თავისი პაროლის კონფიდენციალურობას და 24 საათის განმავლობაში შეატყობინებს მაღაზიას პაროლის ყოველგვარი არასანქცირებული გამოყენების ან ამ შეთანხმების პირობების რაიმე დარღვევის შემთხვევას. მაღაზია კომპანიას არ იცავს მისი პაროლის არასანქცირებული გამოყენებისგან.

საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში, თუ თანხის ჩარიცხვა არ აისახება მაღაზიის ანგარიშზე 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, მაღაზია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა.

  1. საავტორო უფლება

საიტის შინაარსი ეკუთვნის მაღაზიას, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით. საიტის სრული შინაარსის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენება, ციფრულად გადაკეთება/რედაქტირება/შეცვლა, კომპილაცია, კოპირება, გადამისამართება, გამოქვეყნება აკრძალულია.

  1. რედაქტირებაწაშლადამატებამოდიფიკაცია

მაღაზია იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას საიტზე ნებისმიერი ინფორმაციის, ფასების, შესყიდვის პირობების, მიტანის, მომსახურების პირობების, წაშლის ან დამატების თაობაზე კომპანიის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასევე შეცვალოს ან გააუქმოს ყველა პირობა საქონლის შესყიდვასა და მომსახურებაზე. მოდიფიცირებული შეთანხმება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან და იმოქმედებს საიტზე პუბლიკაციის შემდგომ განხორციელებულ გარიგებებზე.

  1. მომსახურების მიღებაგაწევა

მაღაზია ვერ უზრუნველყოფს კომპანიის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას. მაღაზია უფლებას იტოვებს კომპანიას შეუთანხმოს და შესთავაზოს იმ პროდუქციის ან მომსახურების, რომლის ღირებულება კომპანიამ გადაიხადა, მაგრამ ვერ მიიღო, სანაცვლოდ მსგავსი პროდუქცია ან მომსახურება. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს პროდუქციის ჩანაცვლებაზე შეთანხმებას მაღაზია იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს კომპანიის თანხა, რომელიც მან გადაიხადა პროდუქციაში ან მომსახურებაში, რომელიც ვერ მიიღო.

  1. პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები

თქვენ გაქვთ უფლება არ ჩაიბაროთ პროდუქცია, თუ ის არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან თქვენს მიერ შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის უნდა შემოწმდეს თქვენთვის დაკვეთის გადმოცემისას, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით.

შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია და არ მოაწეროთ ხელი მიღება-ჩაბარების აქტს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლო უმოკლეს ვადაში მოგაწოდებთ ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუ ჩვენ ვერ  შევძლებთ მოგაწოდოთ ახალი პროდუქტი ან ჩაგინაცვლოთ თქვენთვის მისაღები ალტერნატივით, აღნიშნული პროდუქტის საფასური დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.

პროდუქციის შესაბამისობა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ თქვენი მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება.

  1. ინფორმაციის გაცვლა

კომპანიის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულებას იღებს მიაწოდოს მის მიერ შეძენილი პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: მოხმარების წესები, უსაფრთხოების წესები, შენახვის პირობები, ექსპლუატაციის და გამოყენების სხვა წესები. მაღაზია უფლებას იტოვებს აწარმოოს კომპანიასთან საინფორმაციო კავშირი, მის მიერ მითითებული საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით.

  1. გაუქმების უფლება

მაღაზია უფლებას იტოვებს თავისი შეხედულების მიხედვით გააუქმოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების გაყიდვა. ასევე არეგულიროს გარკვეულ საქონელზე და მომსახურებაზე წვდომა და ფასები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ინტერნეტ მაღაზია Mycolor.ge  ეკუთვნის შპს ,,კოლორ +”
საიდენტიფიკაციო კოდი: 200 277 887
ოფისის მისამართი: თბილისი, მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვის 44ა
დირექტორი: უჩა დაშნიანი
ელექტრონული ფოსტა: info@mycolor.ge
ტელეფონი: +995 577030803